რესტორნების დახურვის გამო, საფრანგეთში 10 მილიონ ლიტრ ლუდს გაანადგურებენ

საფრანგეთის ლუდის მწარმოებელთა ასოციაციამ განაცხადა, რომ იძულებულია გაანადგუროს 10 მილიონი ლიტრი ლუდი დახურული კაფეების, რესტორნებისა და ბარების გამო.

ლიკვიდაცია მოხდება, რადგან სასმლის შენახვის ვადა ამოიწურა და შენახვას აზრი აღარ აქვს. უფრო მეტიც, პროდუქციის განადგურება კომპანიებს მნიშვნელოვანი თანხა დაუჯდება.

“კაფეების, რესტორნების დახურვამ, ტურისტული საქმიანობის შეჩერებამ და ყველა ფესტივალის და ღონისძიების გაუქმებამ განაპირობა ის, რომ 10 მილიონ ლიტრზე მეტ ლუდზე მოთხოვნა გაქრა”, – აცხადებენ ასოციაციაში.

აღინიშნება, რომ საფრანგეთში ლუდსახარშების დაახლოებით 70%-მა, მარტის შუა რიცხვებში, საქონლის ბრუნვის მინიმუმ ორჯერ შემცირების შესახებ განაცხადა.

იზოლაციის რეჟიმის მკაცრი ფორმა საფრანგეთში, სავარაუდოდ, 11 მაისს დასრულდება. ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გადაადგილება ხელისუფლების სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც ამჟამად აუცილებელია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დანერგილი იზოლაციის რეჟიმის გამო.

ამავე დროს, 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან იზოლაციის რეჟიმი ამ ასაკობრივ ჯგუფში ინფექციის ყველაზე დიდი რისკის გამო.

11 მაისის შემდეგ, საწარმოების მუშაობის თანდათანობითი განახლება დაიწყება, თუმცა დისტანციურად მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია, მინიმუმ მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

სავაჭრო ქსელი, გარდა რესტორნებისა და კაფეებისა, გაიხსნება 11 მაისს. რესტორნებისა და კაფეებისთვის კი, გადაწყვეტილება ცალკე მიიღება მაისის ბოლოს, 2 ივნისის შემდეგ შესაძლო გახსნის პერსპექტივით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად