რესტორან “მთვრალი ალუბლის” მფლობელი ქალის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მომხდარი ფაქტის შესახებ გუშინ სოციალური ქსელით გახდა ცნობილი.

უწყების ინფორმაციით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ვ.წ. – ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული შ.ე. კი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ვ.წ. – მცხეთაში, შ.ე. კი გუდაურში დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”.

ხოლო, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „გუდაურში ყველაზე წარმატებული რესტორნის “მთვრალი ალუბლის” მფლობელს, ქალს, გუშინ შეუვარდნენ ვიღაც ნაძირლები და ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ძალიან ბევრჯერ უთქვამს მირანდას რომ ვიღაც მოკრიმინალო ელემენტები ხან რესტორნის გადაწვით, ხან ცემით და გუდაურიდან გაგდებით ემუქრებიან , იმიტომ რომ ხმას იღებს და რეაქცია აქვს ბანდიტების თავგასულობის წინააღმდეგ და თურმე ხშირად ჩივის პოლიციაში. ეს პოლიციაც არის სხვა ჭკუაზე ეტყობა, გინდ ყოფილა გინდ არა…“ – წერს მაია მაია ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად