რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

” სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, – განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება წყაროებს, მათი კვლევა მიმდინარეობს.

„წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად