რესპუბლიკური საავადმყოფოს 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტს ჩაუტარდა COVID19-ზე ტესტირება და კორონავირუსი არავის დაუდასტურდა- რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჯურნალისტებთან განაცხადა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი მოთავსებული.

” ამ წუთისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტია დაკვირკვების ქვეშ. ახლაც გაყავთ პაციენტები, რომლებსაც არ დაუდასტურდათ კორონავირუსის არსებობა. ჩვენთან გუშინ 26 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, ჩვენდა საბედნიეროდ, 26 პასუხი იყო უარყოფითი. არცერთს არ აღმოაჩნდა ვირუსი”-ამბობს გოფოძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილს 21:00 საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა იკრძალება. შეზღუდვა ათი დღის განმავლობაში
გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად