A1 ბანერი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო, რამდენიმე თვეში, სახელმწიფო დაფინასებით გაიხსნება

„ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულება“ – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო რამდენიმე თვეში გაიხსნება ზაალ მიქელაძის თქმით, საავადმყოფო ამ ეტაპზე ინვენტარით აღჭურვის საკითხზეა ორიენტირებული.

როგორც მინისტრი “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, კლინიკის გახსნისთვის 15 მილიონამდე ლარის მობილიზებაა საჭირო. რაც შეეხება დაფინასებას, მინისტრის თქმით წილობრივად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მოხდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვა კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კლინიკების განვითარების სტარტეგიის ფარგლებში განხორციელდება.

„პირველი – ეს იქნება სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საკუთრება. მეორე – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენთან ერთად შეიმუშავა სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგია: ზუგდიდი, თბილისის რესპუბლიკური, საჩხერის, და თბილისის ონკოლოგიური – ამ ხუთი კლინიკით ავითარებს ამ სტრატეგიას. ჩემი სურვილიც არის, რომ მალე დასრულდეს, მაგრამ არსებობს პროცესები, რამაც ხელი შეგვიშალა, თუნდაც რეგულაციები სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად გადაკეთება მოგვიწია დასრულებაზე მისული მშენებლობის. ჩვენთვის მთავარია ხარისხი და უსაფრთხოება. მე არ მოვაწერ ხელს მის გახსნას, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული სრულ უსაფრთხოებაში. ვიღაცას რომ ეჩქარება, არ ნიშნავს არაფერს. არ მაქვს საწოლების პრობლემა რეგიონში, არა მაქვს სერვისების პრობლემა, არ ვართ ის რეგიონი, რომლისგანაც პაციენტი მიდის სხვა რეგიონში. ეხლა ვართ ინვენტარით აღჭურვის მოლაპარაკების ეტაპზე გადასული. ვცდილობთ ცენტრალურთან წილობრივად მოვახერხოთ ახალი ინვენტარით აღვჭურვოთ, იმიტომ რომ იმ ძველი ინვენტარით იქ არ გადაისვლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ჯანდაცვისა და ჩვენი ჩართულობით მოხდება ეს. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გაშვებისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 15 მილიონამდე ინვენტარისთვის. წლები არა, მაგრამ თვეები დაჭირდება ამ პროცესს, – განუცხადა „აიპრესს“ ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსთან ნაწილი პერიოდულად აქციაბეს მართავს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მის გასხვისებას გეგმავს, მათი ეჭვი კი ახალი კლინიკის მშენებლობის გაჭიანურებამ გაამყარა. საავადმყოფოს მედ-პერსონალი საპროტესტო ბანერებით რამდენიმე დღის წინ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...