​რესპუბლიკური საავადმყოფო: 7 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამხედრო ნაწილიდან 7 პირია გადაყვანილი. ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

„სამხედრო ნაწილიდან გვყავს დაახლოებით 7 ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან შემოვიდნენ განსაზღვრული ცხელებით, მაგრამ ამჟამად ტემპერატურა არც ერთს არ აღენიშნება. შესაძლებელია მათი შემოწმებაც მოხდეს და პასუხების შემდგომ გადაწყდება სად წავლენ, კარანტინის ზონაში, თუ თვითიზოლაციაში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები. ერთი მათგანი არის კიდევ დმანისიდან. ყველა ერთი ზონიდან არ არის“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად