“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება

კორონავისრუსის გამო, მივiღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავდმყოფო) გაიმართეება პაციენტების საგანგებო მიღება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის, თბილისში, “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი.

გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ “რესპუბლიკურ საავადმყოფოს”, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად