რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 111 წლის ქალმა დაამარცხა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს 111 წლის ქალი გაწერეს, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.

111 წლის ქალს, კორონავირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში დაინფიცირებისთანავე შეიყვანეს.
„111 წლის ქალბატონი კლინიკიდან დღეს გავწერეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. შესაბამისი მკურნალობის შემდგომ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.
პაციენტი ლეონილა გვაჯავა კლინიკაში მკურნალობას შვილთან ერთად გადიოდა .

კომენტარები
იტვირთება...