რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 35 პაციენტი იმყოფება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 35 პირია მოთავსებული, რომლებსაც ვირუსი დადასტურებული არ აქვთ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, გოფოძის თქმით, კლინიკაში სულ 35 პირია მოთავსებული, რომლებსაც ვირუსი დადასტურებული არ აქვთ. 1 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, გორის ბოქსირებულ პალატაში გადაიყვანეს.

” ამ წუთისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 35 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, გადაყვანილი იქნა გორის ბოქსირებულ პალატაში გუშინ. ამის შემდგომ გუშინვე გაკეთდა 15 ანალიზი და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ასე რომ ამ წუთას ჩვენ ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს კლინიკაში. მიმდინარეობს მკურნალობა იმ პაციენტის, რომელიც მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით იქნა გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია შედარებით, თუმცა სტაბილურად მძიმედ რჩება. გაგრძელდება მკურნალობა გეგმის მიხედვით. საგანგაშო არაფერია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად