რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამჟამად, დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება.

მისივე თქმით, დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტიდან 8-ს რეტესტირება ჩაუტარდა. გოფოძის ინფორმაციით, მათგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, შესაბამისად უმეტესობა დღეს საკარანტინო სივრცეს დატოვებს.

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 8 ჩვენს დაკვირვების ქვეშ მყოფს გუშინ ჩაუტარდა რეტესტირება, იმისათვის, რომ დაგვედგინა, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები. ზოგიერთს გამოეხატა ტემპერატიული რეაქცია და შესაბამისად ჩატარდა რეტესტირება. რეტესტირების რეჟიმში გუშინ ღამე მივიღეთ პასუხი რომ რვავეს ისევ ნეგატიური აქვს ტესტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად