რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 კოვიდინფიცირებულია, მათ შორის 11 კლინიკის თანამშრომელია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროსთვის 30 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 26 კოვიდინფიცირებულია.

“რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში, გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს”, – ამბობს გოფოძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად