რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები იმართება, საშობაო ქალაქი სტუმრებს 14 იანვრამდე უმასპინძლებს

საშობაო ბაზრობა, სხვადასხვა ატრაქციონი, წარმოდგენები და კონცერტები – ეს ყველაფერი მთელი დღის განმავლობაში თბილისელების და საქართველოს დედაქალაქის სტუმრებისთვისაა მოწყობილი.

საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრამდე იქნება გაშენებული.

საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.

ადგილზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ:

თოვლის ბაბუა და მისი ასისტენტები სანტას ზღაპრულ ქალაქში გიმასპინძლებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი წარმოდგენები მოეწყობა: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება და სხვა. (12:00 – 20:00 სთ.)

5 და 10 იანვარს, თბილისს პატარა უფლისწული გადაუფრენს. საჰაერო შოუები 20:00 საათზე დაიწყება;

მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საბავშვო აქტივობები, კონცეტრები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები;

საახალწლოდ, თბილისის საშობაო ბაზარი გააერთიანებს პროექტებს „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“

ორბელიანის მოედანი (25 დეკემბერი – 13 იანვარი)

ორბელიანის მოედანზე დაგხვდებათ ზღაპრულად განათებული ათონელის ქუჩა, ჩიჩილაკების ტყე და მანათობელი პლანეტა, თოვლის ბაბუის სახლი და ყინულის მოედანი;

მთელი დღის განმავლობაში, პატარებისთვის საბავშვო გასართობი პროგრამები გაიმართება;

საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარეო ბაზარი,

აქვე იქნება კვების ობიექტები, სახალხო კარაოკე და დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები;

ყოველ საღამოს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები გელით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად