“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აჭარის მაიწყებლიდამ მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ეხმაურება მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებას:

“მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლეს კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გაკრიტიკებისთვის. ჩვენ ვგმობთ მის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის მაუწყებლიდან და მოვუწოდებთ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა”,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად