რეპეტიცია ფინალამდე: საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

ხვალ, 14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის C ჯგუფის მე-4 ტურში ჩრდ. მაკედონიას დუპირისპირდება.

3 ტურის შემდეგ საქართველო და ჩრდ.მაკედონია პირველ ადგილს 5-5 ქულით იყოფენ, მათ სომხეთი მოსდევს 4 ქულით. გამარჯვების შემთხვევაში შეგვეძლება საშინაო მოგებაც დავგეგმოთ ესტონეთთან და ბოლო ტურში, გასვლაზე სომხეთთან ქულაც საკმარისი იქნება, რათა B ლიგაში ავიდეთ.

ერთა ლიგაში ჩვენი ნაკრები საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს, 9 მატჩია დაუმარცხებლები ვართ ( 6 მოგება და 3 ფრე). აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეტოქე საშინაო მატჩებში საკმაოდ კარგად გამოიყურება, ასე რომ ჩვენს ნაკრებს რთული დაპირისპირება ელის.

საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ჩაფრინა ჩრდ.მაკეოდიანიაში. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ბიჭებიც გამარჯვებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ 14 ოქტომბერს, ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად