რენიმატოლოგი სააკაშვილის მდგომარეობაზე: პაციენტი არის სტაბილურ მდგომარეობაში, იყო სინკოპეს ეპიზოდი

ექიმი-რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის განცხადებით, ის კლინიკამ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად მიიწვია და როდესაც ის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა, შესაბამისი ღონისძიებების შედეგად კი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მისი თქმით, მორიგე რეანიმატოლოგი კლინიკაში ყოველდღიურად ისედაც იმყოფება.

“პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, იყო სინკოპეს ეპიზოდი, მცირე რეანიმაციული ღონისძიების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული პაციენტთან, მთხოვეს და მოვედი,” – განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია და აბსოლუტურად კონტაქტურია.

კომენტარები
იტვირთება...