A1 ბანერი

რეკორდი – რუსეთის მოქალაქეების 70% სტალინის როლს ისტორიაში დადებითად აფასებს

მარტში, „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგებმა მომდევნო გამოკითხვა ჩაატარეს იოსებ სტალინთან დაკავშირებით.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 2019 წელს საბჭოთა კავშირის ბელადთან მიმართებაში პოზიტიური დამოკიდებულების საერთო დონემ, ამავე კვლევის ისტორიის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელი დააფიქსირა.

სტალინის მიმართ პატივისცემა, ან სიმპათია დააფიქსირა გამოკითხვის ყოველმა მეორე მონაწილემ, ანუ 51%-მა. განსაკუთრებით დიდი ზრდა ფიქსირდება მის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაში, რამაც 41% შეადგინა.
გამოკითხულთაგან კი მხოლოდ 14% განიცდის მის მიმართ გაღიზიანებას, შიშსა, ან ზიზღს.

ანალოგიური ტენდენციები ფიქსირდება სტალინის დამსახურებებთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე. ბოლო გამოკითხვის შედეგად, რომელიც მარტში ჩატარდა, გამოკითხულთა 70%-ს მიაჩნია, რომ სტალინის როლი დადებითია. ესეც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია ამავე გამოკითხვის ისტორიაში. მის როლს უარყოფითად კი გამოკითხულთა მხოლოდ 19% აფასებს.

როგორც გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული, სტალინის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება უფრო მაღალია, ვიდრე ბრეჟნევის, გორბაჩოვის, ელცინისა და სხვების მიმართ.

სტალინის მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და მხარს უჭერენ ვლადიმირ პუტინსა ან ვლადიმირ ჟირინოვსკის.

გამოკითხულთა ყველაზე ახალგაზრდა ნაწილი, რომელთა ასაკი 18-დან 24 წლამდეა, ყველაზე ხშირად აფიქსირებენ, რომ მათთვის სულ ერთია. 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების თითქმის ნახევარს, 47%-მა, რომელთა ასაკიც 18-დან 24 წლამდე მერყეობს, საერთოდ არც კი გაუგია პოლიტიკური რეპრესიების შესახებ, რაც სტალინის მმართველობის დროს ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...