რეკომენდაციები – როგორ უნდა დახვდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტები covid19-ის დროს მომხმარებელს

საქართველოს განსტრონომიის ასოციაცია სოციალურ ქსელში რეკომენდაცია- წესებს ავრცელებს, როგორ უნდ ამოვიქცეთ საზოგადოებრივი კვების ადგილებში.

ასოციაციის ინფორმაციით, რეკომენდაციები წარმოადგენს შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ დანართი #23-დან ამონარიდს:

1. უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;
2. უზრუნველყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
3. უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
4. დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;
5. მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
6. მომხმარებელს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
7. მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა; გამონაკლისის სახით შეიძლება ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
8. ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით სასმელი მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
9. იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი დისტანციის დაცვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
10. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
11. გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება: ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
12. განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები covid19-ის პრევენციული ღონისძიების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად