რეხაში ნაკვალევი ძაღლის აღმოჩნდა

გორის რაიონის სოფელ რეხაში სათანადო სამსახურების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა დილით აღმოჩენილი ნაკვალევი შეისწავლეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დადგინდა, რომ ნაკვალევი ძაღლს ეკუთვნის. 

ასევე, არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, წეროვანში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. 
ღიბრაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ მოუწოდა და საჭირეობის შემთხვევაში 112-ში დარეკვა ურჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად