რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მოვითხოვე შეხვედრა პუტინთან – პასუხი არ არის

„30 ნოემბერს, მე მოვითხოვე შეხვედრა რუსეთის მთავრობის მეთაურთან, პუტინთან , თუმცა ჯერ პასუხი არ მიმიღია“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს საფრანგეთში, პარიზში საერთაშორისო კონფერენცია კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებით იწყება. სადაც 138 ქვეყნის სახელმწიფო მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებდა, რომ  კონფერენციის გახსნის დღეს პუტინი სიტყვით გამოვა.

ასევე, ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  პუტინის და ერდოღანის პირისპირ შეხვედრა პარიზში, კლიმატური სამიტის "მოედანზე" არ იგეგმება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად