რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს

NULL

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების მიხედვით, ანკარა რუსული გაზის შეძენის საკითხს გადახედავს, რისი მიზეზიც რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობაა.

ორი ქვეყნის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თურქეთის საჰაერო ზონა არაერთხელ დაარღვია.

“ჩვენ რუსეთის ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მყიდველები ვართ. რუსეთისთვის ჩვენი დაკარგვა დიდი ზარალი იქნება. საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი რუსეთის ნაცვლად, სხვა ქვეყნებისგან შეიძენს ბუნებრივ აირს. ჩვენ შექმნილ ვითარებას ნამვილად ვერ ავიტანთ. რუსეთის ახსნა-განმარტება, ჩვენი ქვეყნის საზღვრების დარღვევის შესახებ – არადამაჯერებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზპრომ ექსპორტი-ს მონაცემების მიხედვით, თურქეთი,  ბუნებრივი აირის მოთხოვნის მხრივ, რუსეთისთვის მეორე ადგილს იკავებს, ხოლო უმსხვილესი მყიდველი ქვეყანა – გერმანიაა. 2014 წელს თურქეთმა რუსეთისგან 27,33 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად