რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ანკარა რუსეთს ბოდიშს არ მოუხდის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ბოდიშს არ მოიხდის მოსკოვის წინაშე რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების გამო. მისი თქმით, ბოდიში იმ მხარემ უნდა მოიხადოს, რომელიც შეიჭრა თურქეთის ტერიტორიაზე.

ანკარა არ აპირებს მოსკოვისთვის ბოდიშის მოხდას რუსული "სუ-24"-ის ინციდენტის გამო, – აღნიშნულის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ თუ ვნმემ უნდა მოიხადოს ბოდიში – ეს ჩვენ არ ვართ", – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს მან, ვინც შეიჭრა თურქეთის საჰაერო ტეროტორიაზე.

"ჩვენი მფრინავები და საჰაერო ძალები უბრალოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ", – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად