რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი სოციალური ქსელების ზეწოლას არ დაემორჩილება

თურქეთის რესპუბლიკა არ დაემორჩილება სოციალური ქსელების ზეწოლას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში განაცხადა.

“თურქეთი არ დაემორჩილება სოციალური ქსელების ზეწოლას, რომლებიც თავს კანონზე მაღლა აყენებენ და არ სცემენ პატივს ჩვენი ხალხის უფლებებს. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენი შიდა და ეროვნული ინფრასტრუქტურის ძალას სასურველ დონეზე”, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე ისაუბრა Twitter-ის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაზე, წაშალონ ქსელიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში.

“ჩვენ ვერ შევურიგდებით დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მაგრამ ასევე ვერ მივიღებთ ადამიანების საკომუნიკაციო არხების კანონიერი საფუძვლების გარეშე დახშობას”, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად