რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: ამ ბრძოლაში თურქეთი ბოლომდე აზერბაიჯანის გვერდით იქნება

ამ ბრძოლაში თურქეთი ბოლომდე აზერბაიჯანის გვერდით იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.

“დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელია. დღეს აზერბაიჯანი ახორციელებს კონტრშეტევის ოპერაციებს სომხური ოკუპაციისგან თავისი მიწების გასათავისუფლებლად. თურქეთი ბოლომდე დარჩება აზერბაიჯანის გვერდით ამ სამართლიან ბრძოლაში. მე მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს სამართლიანობას, იყოს აზერბაიჯანის გვერდით“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება 27 სექტემბერს დაიწყო, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს აგრესიული მოქმედებების დაწყებაში. სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბაქოს მიზანია სომეხი ხალხის განადგურება (მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესობა სომეხია). აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორია სომხეთის მიერ არის ოკუპირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად