რეინსალუ: რუსეთმა გაზარდა სამხედრო კონტიგენტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ, საქართველო-რუსეთის 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავის ტვიტერზე წერს.

„დღეს გავიდა 11 წელი მას მერე, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა, რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო კონტიგენტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კვლავ ირღვევა ადამიანების უფლებები. საერთაშორისო სამართალი კი დაცული უნდა იყოს“ – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად