რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი სენაკში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში გაიხსნა

ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით ,,სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიმბოლურია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორედ, ისტორიულ ციხე-ქალაქში, ნოქალაქევში გაიხნა.

23 და 24 ივლისს, ფესტივალს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრი უმასპინძლებს, 25-31 ივლისს, ფესტივალი, ფოთში გადაინაცვლებს. სპექტაკლები ასევე გაიმართება ოზურგეთისა და ბათუმის სახელმწიფო თეატრებში.

ფესტივალი, ტრადიციულად, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და წელს მასში მონაწილეობას ღებულობს 12 ქართული რეგიონული თეატრალური დასი და უცხოური თეატრალური დასი, ლიეტუვადან.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, ქალაქ ფოთში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. სამხატვრო ხელმძღვანელია – ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია.

ფესტივალის მხარდამჭერებია სენაკის და მუნიციპალიტეტების მერიები.

საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში, რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება.

დღეს, ახლადრებილიტირებულ სენაკის თეატრში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე პრემიერით ,,

კომენტარები
იტვირთება...