რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა” იწყება

“ფუძეობა“ რეგიონული ფოლკლორული ფესტივალია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონულ განვითარებას, ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის აღდგენას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.

ფესტივალის ფარგლებში თითოეულ რეგიონში ეწყობა საფესტივალო ქალაქი, სადაც მთელი რეგიონი, ყველა მისი მახასიათებლით ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ტერიტორიაზე განთავსებულ რაიონულ ფაცხებში მოეწყობა რაიონის წარმომადგენლებისა და მათთვის დამახასიათებელი კულინარიის წარდგენა/დეგუსტაცია; გაიმართება სპორტული შეჯიბრებები სირბილში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში;წარმოდგენილი იქნება რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშების ჩვენება/შესრულება (მაგ.: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა); მთელი ფესტივალის განმავლობაშიწარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. ასევე, მოეწყობა თეატრალური წარმოდგენები – ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები; რეგიონის მასშტაბით ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; ფესტივალზე ასევე მოეწყობა სწრაფი კვების კუთხე.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...