რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების 11 თვის შედეგებს აქვეყნებს

2019 წლის 11 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.
11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46%-ით გადააჭარბა. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.

გადაჭარბებით სრულდებოდა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ათვისება დაგეგმილ კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში. 3 თვის დამტკიცებული გეგმა 5 მილიონი ლარის გადაჭარბებით – 102%-ით, 6 თვის დამტკიცებული გეგმა 2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით – 100.4%-ით, ხოლო 9 თვის დამტკიცებული გეგმა 23.2 მილიონ ლარზე მეტის გადაჭარბებით – 103%-ით შესრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად