Red Bull Street Style 2020 წლის ჩემპიონატი 18 მაისს იწყება

მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი  ფრისტაილ ფეხბურთის ჩემპიონატი  ახალი ფორმატით ჩატარდება. Red Bull Street Style 2020 წელს მონაწილეებისთვისა და  მაყურებლისთვის ონლაინ გაიმართება. ჩემპიონატს ოთხი შესარჩევი ეტაპი აქვს, ფინალი კი ონლაინ 14 ნოემბერს შედგება. მონაწილეთა ვიდეო რგოლების მიღება იწყება 18 მაისს, 14:00 საათზე.

“Red Bull Street Style უკეთესს დროს ვერ დაიწყებოდა, ახლა მისი უნიკალური ფორმატი ყველას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა.“ – ამბობს სტივ ელიასი, ფრისტაილ ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი (WFFA). “იმედია ვიხილავთ ვარსკვლავებს და ასევე მომავალ ვარსკვლავებსაც. ეს ამაღელვებელია.”

Red Bull Street Style 2020 წლის ჩემპიონატი ღიაა ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. მონაწილეობა კი შეუძლიათ ფრისტაილერებს 16 წლიდან.

ჩემპიონატი ხუთი ეტაპისგან შედგება. 18 მაისს, 14:00 საათზე WFFA-ს მობილურ აპლიკაციაში დაიწყება 30 წამიანი ვიდეოების მიღება. მსაჯები, რომლებსაც ფრისტაილის საერთაშორისო ფედერაცია აარჩევს,  260 საუკეთესო ფრისტაილერს შეარჩევს.

Red Bull Street Style-ს საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობა მარტივია: ფრისტაილერებმა უნდა გადაიღონ 30 წამიანი ვიდეო, სადაც კარგად ჩანს მათი უნარები. ვიდეო უნდა იყოს ჰორიზონტალური, არ უნდა იყოს დამონტაჟებული და ასევე არ უნდა  ედოს მუსიკა.

მომდევნო ეტაპებზე გადასულ მონაწილეებს სახალისო და კრეატიული დავალებებები ელოდებათ.

საბოლოოდ, ფინალში მოხვდება 24 ფრისტაილერი ისინი, ვინც წარმატებით გაიარა ოთხივე შესარჩევი ეტაპი. მათ მეოთხე ეტაპზე შეუერთდებიან მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები.

ტურნირის ფინალი ჩატარდება ონლაინ, სადაც ყველას შეეძლება დასწრება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.redbullstreetstyle.com

Red Bull Street Style 2008 წლიდან ერთი მიზნით ტარდება: იპოვოს ყველაზე დახვეწილი ტექნიკის მქონე კრეატიული ფრისტაილერი. ჩემპიონატის მსაჯებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: რობერტო კარლოსი, გარი ნევილი, ფაბიო კანავარო, ედგარ დევიდსი, ნანი და პაველ პარდო.

FB event: Red Bull Street Style 2020 Geo

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად