Red Bull Solo Q-ს საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული გამოვლინდა

ვაკო თამაზაშვილი (Leggionaire) Red Bull Solo Q-ს საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულია. ის ჩემპიონატის ევროპის ფინალზე საქართველოს სახელით ითამაშებს.

ღირსეული წინააღმდეგობის მიუხედავად ვაკომ 4:0 დაამარცხა  გიორგი საღარაძე (Gentleyordle) და პირველად მოიპოვა  Red Bull Solo Q-ს ჩემპიონის ტიტული.

Red Bull Solo Q, League of Legends-ის 1vs1 სტრუქტურით ოფიციალური ჩემპიონატია, რომელშიც წელს საქართველოში 728 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.

Red Bull Solo Q- ს გლობალური გამარჯვებული კი,  League of Legends-ის ყოველწლიურ, All Star 2020 წლის  შეკრების ნაწილი გახდება.

ჩემპიონატი მიმდინარეობდა ონლიან, თამაშების გამეორებით ყურებას შეძლებთ Twitch-ის გვერდზე:  https://www.twitch.tv/redbullgeo

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად