Red Bull Solo Q-ს, League of Legends-ის 1vs1 ოფიციალური ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა.
შესარჩევი თამაშები საქართველოში 9 და 10 მაისს გაიმართა. 728 მონაწილიდან ასპარეზობას საუკეთესო 16 განაგრძობს.
16 და 17 მაისს კი, „ონლაინ” გაიმართება საქართველოს შესარჩევი თამაშების ნახევარფინალები და ფინალიც.
ყველა ეტაპის თამაშები უწყვეტ, ლაივ სტრიმ, რეჟიმში მიმდინარეობს RedBullGeo-ს Twitch.tv-ის ოფიციალურ არხზე.
საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მოთამაშე Red Bull Solo Q-ს ევროპის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის გლობალური გამარჯვებული კი, League of Legends-ის ყოველწლიურ, All Star 2020 წლის შეკრების ნაწილი გახდება.
წელს Red Bull Solo Q-ს შესარჩევში 35 ქვეყანა მონაწილეობს.
ნახევარფინალურ მატჩებს შაბათს 19:00-დან შეგიძლიათ ადევნოთ თვალი RedBullGeo-ს Twitch.tv-ის ოფიციალურ არხზე.
სასარგებლო ბმულები
Facebook event page: Red Bull Solo Q Georgia
RedBullGeo-ს Twitch.tv-ს ოფიციალური არხი: https://www.twitch.tv/redbullgeo/videos