Red Bull Solo Q-ს ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

16 მაისს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, Red Bull Solo Q-ს ოთხი საუკეთესო მოთამაშე შეირჩა.

ოთხი ფინალისტიდან ორი, Legionnaire და Illy მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ამჯერად ნახევარფინალში. Gukka და Gentleyordle კი, პირველად ითამაშებენ ნახევარფინალს.

ჩემპიონატის ნახევარფინალები 17 მაისს 19:00 & 20:30 საათზე დაიწყება, ფინალი კი- 22:00 საათზე.

Red Bull Solo Q ონლაინ ჩემპიონატია და თამაშების სტრიმის ნახვას შეძლებთ Twitch-ის არხზე: https://www.twitch.tv/redbullgeo

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მოთამაშე Red Bull Solo Q-ს ევროპის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას.

Red Bull Solo Q- ს გლობალური გამარჯვებული კი,  League of Legends-ის ყოველწლიურ, All Star 2020 წლის  შეკრების ნაწილი გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად