Red Bull M.E.O. -ს საქართველოს შესარჩევის ფინალისტები ცნობილია
16 გუნდი Red Bull M.E.O-ს ფინალში 20 და 21 ივნისს ითამაშებს. თამაშები 20:00 საათიდან დაიწყება და Twtich-ის არხზე გაისტრიმება. გამარჯვებული გუნდი Red Bull M.E.O.-ს მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2021 წელს არის დაგეგმილი.
საქართველო მობილური ელექტრონული სპორტის ჩემპიონატში, Red Bull M.E.O-ში, პირველად თამაშით PUBG Mobile-თ ჩაერთო. წინასწარ დადგენილი ლიმიტის გამო, მონაწილეობა მიიღო 64 გუნდმა.
ორი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, 16 საუკეთესო გუნდი ფინალის საგზურისთვის იბრძვის.
ჩემპიონატში მონაწილეთა მინიმალური ასაკი განისაზღვრებოდა 16 წლით.
Red Bull M.E.O.-ს მესამე სეზონში მონაწილეობს 20-ზე მეტი ქვეყანა, ჩემპიონატი იმართება სამ სხვადასხვა დისციპლინაში (PUBG MOBILE, Hearthstone, Teamfight Tactics Mobile). ჩემპიონატის მეორე სეზონში კი მონაწილეობა 15 000 მოთამაშემ მიიღო.
საქართველოს შესარჩევებსა და ფინალებს შეგიძლიათ უყუროთ ტვიჩის არხზე: twitch.tv/redbullgeo.
- Facebook Event
- https://www.facebook.com/events/919958418521249/
- ფოტოები სარედაქციო მიზნით გამოსაყენებლად