Red Bull M.E.O. -ს საქართველოს შესარჩევი იწყება

საქართველო მობილური კიბერსპორტის ჩემპიონატში, Red Bull M.E.O-ში, პირველად ერთვება.

Red Bull M.E.O. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მობილური გუნდური თამაშის PUBG MOBILE-ის ოფიციალური ჩემპიონატია და სწორედ ამ თამაშში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები. რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 ივნისამდე, ვებ-გვერდზე: www.redbull.com/MEO

ჩემპიონატი მიმდინარეობს ონლაინ. გამარჯვებული გუნდი Red Bull M.E.O.-ს მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2021 წელს არის დაგეგმილი.

პირველი საკვალიფიკაციო თამაშები გაიმართება 13 და 14 ივნისს, ხოლო მეორე კი- 15 და 16 ივნისს, 18:00 საათიდან. ფინალი 20-21 ივნისს 18:00 საათიდან არის დაგეგმილი. ჩემპიონატის სტრიმი გადაიცემა Twitch-ის არხზე: www.twitch.tv/redbullgeo

ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლება ყველას, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა ეთამაშონ კიბერ სპორტის  საუკეთესო და კარგად ნაცნობ წარმომადგენლებს.

Red Bull M.E.O.-ს მესამე სეზონში მონაწილეობს 20-ზე მეტი ქვეყანა, ჩემპიონატი იმართება სამ სხვადასხვა დისციპლინაში (PUBG MOBILE, Hearthstone, Teamfight Tactics Mobile). ჩემპიონატის მეორე სეზონში კი მონაწილეობა 15 000 მოთამაშემ მიიღო.

საქართველოს შესარჩევებსა და ფინალებს შეგიძლიათ უყუროთ ტვიჩის არხზე: twitch.tv/redbullgeo.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად