Team Onyx 2021 წელს Red Bull M.E.O.-ს მესამე სეზონის ფინალში საქართველოს წარადგენს. გუნდმა 127-ით 98 დაამარცხა მეორე ადგილოსანი გუნდი Uqimerion.
მობილური ელექტრონული სპორტის ჩემპიონატში საქართველო პირველად თამაშით PUBG Mobile-თ ჩაერთო. ჩემპიონატში 64 გუნდი მონაწილეობდა. ორი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, ფინალი 16 გუნდმა ითამაშა.
Team Onyx-ის შემადგენლობაში ხუთი მოთამაშეა: სანდრო ხვედელიძე (onyxMASTER), ლუკა ჯაფარიძე (onyxN9NE), ალთუნ ალიევი (onyxFRAJOK), ზაზა რუსაძე (onyxSAVAGE) და საბა კოპლატაძე (onyxSE7EN). მიმდინარე შემადგენლობით ისინი ერთი წელია რაც PUBG Mobile-ს თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არ ჰყავს სპონსორი, 3-4 თვეა საერთაშორისო ჩემპიონატებშიც ჩაერთო. საბა კოპლატაძე (onyxSE7EN), გუნდის ლიდერი: “ჩვენ რეალისტურად ვაფასებდით ჩვენს შესაძლებლობებს, კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ მოგება მაინც დამაჯერებელი ანგარიშით შევძელით. დიდი იმედი გვაქვს, რომ Red Bull M.E.O.-ს ფინალამდე დროს ნაყოფიერად გამოვიყენებთ, ღირსეულად წავრდგებით და ვასახელებთ საქართველოს.“
Red Bull M.E.O.-ს მესამე სეზონში მონაწილეობს 20-ზე მეტი ქვეყანა, ჩემპიონატი იმართება სამ სხვადასხვა დისციპლინაში (PUBG MOBILE, Hearthstone, Teamfight Tactics Mobile).
საქართველოს შესარჩევებსა და ფინალების სტრიმი გადაიცემოდა ტვიჩის არხზე: twitch.tv/redbullgeo.