REC: ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, ცხინვალს “სტალინირი” ეწოდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ცხინვალს “ქალაქი სტალინირი” დაერქვა. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო REC წერს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, საბჭოთა კავშირის დროინდელი სახელწოდების აღდგენა მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ “სტალინირს”, ცხინვალის პარალელურად “დიდ სამამულო ომთან” დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ – 9 მაისსა და 22 ივნისს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...