“რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრებს ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვანდერმეი ლუქსემბურგოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დასავლური სპორტული მედია წერს. “ევროსპორტი” ლუქსემბურგოს ვიდეომიმართვასაც ავრცელებს.

“ჩემმა ტესტმა კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. ახლა კარანტინში ვიმყოფები. მშვიდად ვარ, არანაირ ტკივილს არ ვგრძნობ და ჩვენი კლუბის ექიმები დაავადების მიმდინარეობას აკვირდებიან”, – აღნიშნა ვანდერმეი ლუქსემბურგომ.

შეგახსენებთ, 68 წლის ბრაზილიელი სპეციალისტს 1983 წლიდან სამწვრთნელო კარიერა აქვს. 1998-2000 წლებში ის ბრაზიის ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2005-06 წლებში ის მადრიდის რეალს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად