რძალს, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, 3 წლიანი პირობითი მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ქალი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სამი წლით გამოსაცდელი ვადით პირობით მსჯავრი მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კეკენაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ნინო ჭითანავა თავს დამნაშავედ ცნობს.

ჭითანავა სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს და მის მიმართ გამოძიება
177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...