რაზე საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში – ვიდეოები, რომელსაც პროკურატურა ჯერ არ ასაჯაროვებს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმე 35 ტომისგან შედგება, რომელზეც 1 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და 600-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.

დღეს, მთავარ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მედიის მოთხოვნით, პროკურატურამ ჟურნალისტებს დახურულ ფორმატში მოასმენინა.

ჟურნალისტებმა 5 ჩანაწერი მოისმინეს. აქედან 2 ვიდეო. ხოლო 3 კი აუდიო ჩანაწრი იყო.

“აიპრესის” ჟურნალისტამაც მოისმინა ჩანაწერები, რომელსაც პროკურატურა ჯერ არ ასაჯაროვებს.

როგორც ირკვევა,  2 ვიდეო ჩანაწერი სავარაუდოდ,  2019 წელს საფრანგეთშია ჩაწერილი, 3 აუდიო ჩანაწერი – 2020 წელს, ერთ-ერთი ბოლო კი, სადაც გარდაცვლილი სუიციდზე საუბრობს, სავარაუდოდ, თებერვლის თვეშია ჩაწერილი.

“თუ გინდა რამეს მიაღწიო, უნდა დაძლიო სიზარმაცე, უნდა გამოსწორდე, ამის გარეშე არ გამოვა არაფერი, მხოლოდ შენ შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება, სხვა ვერავინ დაგეხმარება, ამისთვის კი უნდა გადადგა აუცილებლად დიდი ნაბიჯები, გინდა უკეთესი ცხოვრება? თუ, გინდა, მთელი ცხოვრება დარჩე ფონიჭალაში 27 კვადრატულ მეტრში, ოჯახის სამ წევრთან ერთად ჭერზე მიკრული, არ გქონდეს შენი პატარა ოთახი და იყო სრულიად გამოუსადეგარი და უინტერესო ადამიანი, გქონდეს მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ცხოვრება?” – ასე იწყება აუდიო ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, საფრანგეთშია ჩაწერილი.

თამარი საკუთარ თავსაც მოუწოდებს და ამბობს: “კეთილი ინებე და როგორც გინდა, სწავლა, სამსახური და ეს ურთიერთობები შეუთავსე ერთმანეთს, აუცილებლად დაივიწყე ძილი, დაივიწყე ყველაფერი, მთავარია ეს მოახერხო. უნდა ისწავლო, უნდა გახდე მნიშვნელოვანი, მათზე ბევრად მეტი იცი და ბევრად მეტი შეგიძლია, სწავლა, სწავლა, სწავლა, არ მაინტერესებს როგორ, მოინდომე, მილიონჯერ წაიკითხავ და შედეგთან მიხვალ, მიზანი ამართლებს საშუალებას.”

ვიდეოჩანაწერში, თამარ ბაჩალიაშვილი ასევე წუხს, რომ მას არ ჰყავს ბევრი მეგობარი და არ აქვს რეალური ცხოვრება.

მისი თქმით, ეს წელი წარუმატებელი სემესტრი იყო (საფრანგეთში სწავლის პერიოდზე საუბრობს.ავტ.) მის ცხოვრებაში: “პიროვნულად ვერ განვვითარდი და სულიერად არაფერი შეიცვალა, რეალურად ვერ მივიღე ის, რა შედეგსაც ველოდი, ვეღარ ვტირი, არ ვიცი, ეს რამ შეცვალა.”

თამარი ვიდეო ჩანაწერის დროს საუბრობს იმაზე, რომ 22 წლის ასაკში მან ბევრი რამ ვერ შეძლო, რისი მიღწევაც უნდოდა. ასევე ამბობს, რომ გეგმები, რომელიც კარგად დააწყო, მათი განხორციელება ვერ შეძლო.

თამარ ბაჩალიაშვილი ერთ-ერთ აუდიო ჩანაწერში საუბრობს სამსახურზე და ამბობს, რომ “სამსახურში მხოლოდ ფულის გამო არ უნდა იაროს ადამიანმა და უნდა შეძლოს კოლეგებთან მუშაობა. რაც არ უნდა მოხდეს, შენ მაგ სამსახურში არ გაჩერდები. გახსოვდეს – ყველაზე ცუდი არის დაბალი და სტაბილური ხელფასი, რითაც შეიძლება ჭაობში ჩალპე”.

ასევე ჩანაწერში ამბობს, რომ არავის უნდა გააგებინოს იმის შესახებ, რომ გამოცდები ვერ ჩააბარა. ” მოახერხე და არავის გააგებინო, რომ გამოცდები ვერ ჩააბარე. ვერაფერი გააკეთე თამუნა, შენი გეგმის ნაწილის. ვერაფერი გააკეთე თამუნა – შენი გეგმის ნაწილი ვერ შეასრულე. რომ შემეძლოს ახლავე მოვისწრაფავდი სიცოცხლეს და საიქიოში გადავიდოდი.
… ფაქტობრივად დაკარგე შანსი, რომ პარიზში წახვიდე. თამუნა, შენ ხარ სამარცხვინო! ამით კარგავ დიპლომის აღების საშუალებას. რომ იცოდეთ როგორ მტკივა, ნეტავ იცოდეთ, ნეტავ… ”

შემდეგ კი ადამიანებთან ურთიერთობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ პრობლემა მასშია. “პრობლემა არის შენში, სხვა არაფერ შუაშია. იმაში ხომ დარწმუნდი, მეგობრებისა და ადამიანების გარეშე არ შეგიძლია. უნდა მოძებნო პრობლემის მიზეზი და მოაგვარო ეს მიზეზი”.

თამუნა ბაჩალიაშვილი ჩანაწერში წონის მომატებას განიცდის.” წონაში მოვიმატე და მეზიზღება ჩემი სხეული. არაფერი მე არ მომწონს, არაფერი მე არ მივარგა. ყველაზე, ყველაზე ცოდო ვარ ამ ცხოვრებაში. რასაც მივხვდი, მარტოობაა ჩემს ცხოვრებაში”.

ბაჩალიაშვილი გეგმებს სახავს. სადაც პირველი წონის დაკლებაა, შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობის გამოსწორება. მათთან თავაზიანი და მომღიმარი მიმართვაა. ასევე საკუთარ თავს ეუბნება, რომ არ გაბრაზდება და საყვედურებს არ იტყვის – “რაც კი იქნება, ყველაფერი გააზრებული იქნება”.

თამარ ბაჩალიაშვილი აუდიო ჩანაწერში საუბრობს სამსახურზე, სადაც ის დასაქმებული იყო. ამბობს, რომ შეყვარებულია ვინმე ნიკაზე, რომელიც მას როგორც შეყვარებულს, ყურადღებას არ აქცევს და როგორც თანამშრომელს, ისე აღიქვამს, რის გამოც მას გაუსაძლისად მიაჩნია ცხოვრება, სამსახურში სიარული და ამბობს, რომ თვითმკვლელობას ჩაიდენს.

“ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდება, გიო მეცოდება, ტყეში რომ მნახავენ… აქ ყოფნა აღარ შემიძლია, აღარ მინდა. ჩემს მშობლებს რა ვუყო, გიოს რა ვუყო, მეტს ვერ გავუძლებ. დედა, მამა, გიო, მაპატიეთ უნდა მოვიკლა თავი, იმედია, გადაიტანთ ამას ოდესმე.” – ამ სიტყვების დროს თამარ ბაჩალიაშვილი ისტერიულად ტირის. ის ასევე ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ მხოლოდ მარტოობაა მის ცხოვრებაში და მეტი არაფერი.

თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერის მოსმენა საკმაოდ ემოციურია, ის მძიმედ აღწერს მის პირად ცხოვრებას და სულიერ მდგომარეობას, თუმცა, გაასაჯაროებს თუ არა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ჩანაწერებს პროკურატურა, ჯერჯერობით, უცნობია,

ასევე “აიპრესის” კითხვაზე, მოისმინეს თუ არა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა აღნიშნული ჩანაწერი და დააყენეს თუ არა მისი ავთენტურობა ეჭქვეშ, ამაზე პოროკურატურაში გვითრეს რომ, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა ჩანაწერი მოსმენილია აქვს დაზარალებულ მხარეს და ამ ჩანაწერების ავთენტურობაზე საუბარი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად