რაული “რეალის” მაისურს კვლავ მოირგებს

მადრიდის "რეალის" ლეგენდა, რაული, იოჰან კრუიფის საპატივსაცემო მატჩში, "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში ითამაშებს.

რაულის გარდა, საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, ლუის ფიგო, პატრიკ კლუვერტი, კლარენ ზეედორფი და ედგარ დავიდსი მიიღებენ.

მატჩი 5 ივნისს, "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს კი მადრიდის "რეალი" და ამსტერდამის "აიაქსი" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ რაულმა "რეალი" 2010 წელს დატოვა და "შაკლეში" გადავიდა. "სამეფო კლუბის" მაისურით მან ყველა ტურნირის 741 მატჩში 323 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად