რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას რუსეთის და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები დაესწრებიან

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციას რუსეთის და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კერძოდ, დელეგაციას სოხუმში ელოდებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან.

ასევე, იქნებიან დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელები. ღონისძიებისთვის ჩამოვლენ ნიკარაგუადანაც, რომელმაც აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

9 სექტემბერს, დე ფაქტო აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარემ, თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად