შოთაძე: რაც ვისაუბრე გასაუბრების ეტაპზე, იქნება ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც ვაპირებ მუშაობას

ამის შესახებ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მან დაასახელა პრიორიტეტები, რომელზეც მომავალი წლების განმავლობაში იმუშავებს.

მისი თქმით, ეს პრიორიტეტებია: პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება.

„უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჟურნალისტებს ამ პროცესში ასე აქტიური მონაწილეობისთვის იმიტომ, რომ მასმედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს ის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს ყველაფერი და ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა ეს კონკურსი. ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ორი გასაუბრება გაიმართა და მე გავეცი ყველა კითხვას პასუხი. წარვადგინე ჩემი პროგრამა, ხედვა პროკურატურის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, მე რაც ვისაუბრე ამ გასაუბრების ეტაპზე, იქნება ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აქტიურად ვაპირებ მუშაობას. ეს იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება და ა.შ არის ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად