რატომ უნდა მოხდეს პირველ ეტაპზე 60%-ის ვაქცინაცია – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ უნდა მოხდეს პირველ ეტაპზე მხოლოდ 60%-ის ვაქცინაცია. მან იმაზეც ისაუბრა რატომ უნდა მოხდეს ჯერ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. ტიკარაძე ამბობს, რომ ექიმები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, მათ შორის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისითაც.

“60% საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე არის სწორედ ის რიცხვი მოსახლეობის, როდესაც ქვეყანაში აღარ მოხდება ინფექციის ინტენსიური გავრცელება, რაც შესაძლებლობაც მოგვცემს ქვეყანას მივცეთ შეზღუდვების მოხსნის გარკვეული გარანტიები და ჯანდაცვის სფეროში აღარ იყოს იმის რისკი, რომ შეიძლება გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა ან მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაინფიცირება. ამ მიზეზების გამო უწევენ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას.

ჩვენ ვემყარებით როგორც სხვა ვაქცინაციის დროს გამოყენებულ პრაქტიკას, ასევე იმ ქვეყნებს, სადაც დაიწყო ვაქცინაცია. ასევე ვხელმძღვანელობთ ჯანმოს რეკომენდაციებით. ჩვენ არ გვაქვს მიდგომა, რომ კატეგორიზაცია ხდება პირველი და მეორე ხარისხის ადამიანებად. უბრალოდ ვითვალისწინებთ იმ რისკებს თუ რომელი ჯგუფის ადამიანებშია გაცილებით მაღალი რისკი. ამიტომ არის ასე, რომ პირველ რიგში უნდა აიცრან ექიმები. ექიმებს პირდაპირ აქვთ შეხება ინფიცირებულებთან და შესაძლოა თავად ექიმი გახდეს გადამტანი.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, აქაც თანიმდევრულები ვართ და აქაც პირველი ჯგუფი, სადაც არის მაღალი რისკი. შემდეგ ეტაპობრივად ჩაერთვება დანარჩენი რისკჯგუფები”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად