რატომ გავრცელდა კორონავირუსი იტალიაში ასე ფართოდ?! – პაატა იმნაძის განმარტება

მოხდა ისე, რომ ვერ დაადგინეს, საიდან იყო პირველი შემთხვევები შეტანილი იტალიაში, – ასე ხსნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იტალიის კორონავირუსის რისკზონად ქცევას “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში”.

პაატა იმნაძის თქმით, იტალიას მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვს. ამბობს, რომ იტალიის ჩვენნაირი ინსტიტუცია კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ პირველი შემთხვევები მაინც გაეპარათ.

“იტალიას სხვათა შორის ჯანდაცვის მძლავრი სისტემა გააჩნია. გასაგებია, ტრადიციურლი ქვეყანაა და G7-ის წევრია. მე ვიცნობ ჩემს კოლეგებს, ჩვენნაირი ინსტიტუცია უმაღლესი პროფესიონალებითა და კვალიფციური კადრებით არის დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ იტალიაში როდესაც პირველი შემთხვევები დადასტურდა, ამ შემთხვევების კავშირები შემოტანილ შემთხვევებთან ვერ იქნა დადგენილი. ასე ვთქვათ, გაეპარათ. დიდი ქვეყანაა და როგორც ჩანს, უფრო ძნელი იყო გაკონტროლება.

იქ ვერ დაადგინეს პირველი შემთხვევებზე ვერ დაადგინეს საიდან იყო შემოტანილი, ეს შემთხვევა საერთოდ აღარ ჩანს და ეს არის პრობლემა. ეს მარტო იტალიას არ მოსვლია, ჩვენზე უფრო ბევრად მძლავრ ქვეყანაში მოხდა ასეთი რამე, როდესაც პირველი შემთხვევები საზოგადოებაში იქნა აღმოჩენილი, ყოველგვარი ეპიდემელეგიური კავშირების გარეშე შემოტანილ შემთხვევებთან

იტალიამ ჩემი აზრით რიგი ღონისძიებები ცოტა დააგვიანა. სწავლის შეწყვეტა, მუზეუმები და ა. შ. წარმოიდგინეთ, იტალიაა და რამდენი ტურისტია ქვეყანაში ჩასული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად