რატომ დაადეს ინკასო “ტელეკომპანი პირველს” და “მთავარ არხს” – მაია ცქიტიშვილის განმარტება

დღეს, ორ ტელევიზიას, “მთავარს” და “ტვ პირველს” შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

“პირველ რიგში, გვინდა ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ ვაწესებთ ამა თუ იმ შეზღუდვას, ძალიან მნიშვნეოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მთლიანობაში სახელწმწიფო აპარატი და სახელმწიფო, ფუნქციონირებდეს გამართულად. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუტები ფუნქციონირებდეს გამართულად. ამ ნაწილშიც შემოსავლების სამსახური ფუნქციონირებს გამართულად.

ყველამ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ყველა საჯარო სამსახური ფუნქციონირებდეს. ჩემი განმარტება არის ის, რომ ყველა იმ სექტორს, რომელსაც შეეხო კორონავირუსი მიზნობრივად,  სევთავაზეთ საკომპენსაციო პაკეტი და ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი ზომები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ტელევიზიები ამ პაკეტში არ იყო.” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად