რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა აკრძალული?!-თენგიზ ცერცვაძის განმარტება

წინ დაჯდომა პირდაპირი კონტაქტია მძღოლთან, რომ დაინფიცირდეს “-ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, იმედის ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ, ავტომობილში, წინ დაჯდომის აკრძალვის მიზეზზე ისაუბრა და განაცხადა:

“მიმაჩნია ახირებად, როდესაც ადამიანი ამტიკცებს “როგორ, რატომ არ შეიძლება მანქანაში დაჯდეს 3 ადამიანი და წინ იჯდეს ადამიანი” აი, ეს მიმაჩნია კაპრიზად, შარის მოდებად, თვთდამკვიდრების მცდელობად. “როგორ ქმარმა ცოლი არ დასვას გვერდით? ან შვილი? ან ოჯახის წევრი? ისინი ხომ ოჯახში ერთად არიან”

ელემენტარული მიხვედრა არის იმის რომ, თუ მანქანა მოდის, მანქანები მოძრაობენ, წინ ზის ქალბატონი თუ მამაკაცი, როგორ გაიგოს პატრულმა, იქ ცოლი ზის თუ მეზობელი?! ან თანამშრომელი? შვილი ზის და სხვა ვინმე?

ცოლი თუ არის და ოჯახში მართლა ერთად არიან, მაშინ არ აქვს აზრი, ამ შეზღუდვად. მაგრამ, იქ ხო უცხო პირებიც დაჯდებიან. წინ დაჯდომა პირდაპირი კონტაქტია მძღოლთან, რომ გადაედოს, ასეთი მაგალითები კი ბევრია.

მგონი ეს არის: “შენ მიკრძალავ წინ ჯდომას?, მინდა წინ დავჯდე”-აცხადებს ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად