რატომ არ უნდა შეუწყდეს საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება? – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, განმარტავს, რატომ არ უნდა შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება და რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი.

ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს:

“საპატრიარქოს დაფინანსების გაუქმებაზე საუბარი, პირველ რიგში ნიშნავს 2200 პედაგოგისა და მომსახურე პერსონალის განთავისუფლებას სამუშაო ადგილებიდან.
მარტივად ავხსნი, სად შეიძლება იხარჯებოდეს ეკლესიისათვის გამოყოფილი თანხა:
2200 პედაგოგი და მომსახურე პერსონალია ეკლესიის 76 დაწესებულებაში.
უნივერსიტეტი – 4;
• საღვთისმეტყველო სემინარია-აკადემია – 8;
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – 6;
• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – 22;
• გიმნაზია – 12;
• პანსიონი – 8;
• სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა – 3;
• საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი – 13.
2018 წლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მონაცემები შემდეგია:
• მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა – 10 516 (ცვალებადია),
• პედაგოგი – 1 395,
• მომსახურე პერსონალი – 800.
ხელფასი საშემოსავლოთი იბეგრება და საშუალოდ, რომ ვიანგარიშოთ 790 ლ ხელზე ასაღები ხელფასი, 2200 სამუშაო ადგილზე, 12 თვის განმავლობაში, გამოდის:
2200×12×790×1.2=25 000 000
თანხა არ ირიცხება საპატრიარქოში, თუ დაწვრილებით აინტერესებს ვინმეს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ რიცხავს დანიშნულებისამებრ და ხარჯვის სრული სურათი აქვს ფინანსთა სამინისტროს.
თუ უფრო დაწვრილებით დააინტერესებს ვინმეს, შეიძლება ამ ვიდეოს მოსმენა ვრცელი კვლევის შესახებ.
თუ საინტერესოა, შესაძლებელია საპატრიარქოს გვერდზე ნახვა:
გარდა ამისა, ამ 76 დაწესებულებას აქვს გადასახდელი კომუნალურები და სხვა მიმდინარე ხარჯები. ზოგ შემთხვევაში დამატებითი გადასახადის დაწესება ხდება აუცილებელი, ყველა ხარჯის დასაფარად” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად