რატომ არ გადადგა ბათუმის მერი 15 ივლისს და გადადგა 16-ში, რა წერია თვითმმართველობის კოდექსში? – ირაკლი მელაშვილის განმარტება

ესპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადადგომას ეხმაურება. 

მელაშვილი განმარტავს, რატომ არ გადადგა ლაშა კომახიძე 15 ივლისს და გადადგა 16 ივლისს. მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე ბათუმი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არჩეული მერის გარეშე იქნება.

“დღეს ბათუმის მერი გადადგაო. გადადგა 16 ივლისს, 15 ივლისს რომ გადამდგარიყო უკვე ოქტომბერში ბათუმს ახალი არჩეული მერი ეყოლებოდა. ახლა კი “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად 15 ივლისის შემდეგ გადამდგარი მერების არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე იმართება. მაგრამ ვინაიდან 2021 წელი თვითმმართველობის არჩევნების გამართვის წელია და ასეთ წელს მერის რიგგარეშე არჩევნები კანონის თანახმად ვერ ტარდება, ბათუმი წელიწადზე მეტი მისი მოსახლეობის მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დარჩება.

ერთი დღით ადრე რომ გადამდგარიყო ეს ვაჟბატონი, ასე არ იქნებოდა! ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს ამხანაგმა კომახიძემ და მისმა “პატრონებმა”! საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლების მიერ არჩეული მერი ისე გადადგა, რომ საჭიროდაც კი არ ჩათვალა საჯარო განცხადება გაეკეთებინა, მისი ამომრჩეველლისთვის, მშობლიური ქალაქის მოსახლეობისათვის მიემართა და აეხსნა საკუთარი საქციელი, რატომ გადადგა, თან ზუსტად იმ დღეს, რომ ქალაქი ერთი წლით დაეტოვებინა არჩეული მერის გარეშე, არც ბოდიში ასეთი სამარცხვინო საქციელისთვის. უბრალოდ არაფრად ჩააგდო ბათუმელები! სამწუხაროდ ასე ეპყრობა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას, ასეთ პატივს სცემს მის უფლებებს! სამარცხვინო!” – წერს ირაკლი მელაშვილი.

შეგახსენებთ, ბათუმის მერი გადადგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად