რატომ ამოიღეს NDI-ს კვლევებიდან “ლელო“ – NDI “აიპრესის” კითხვებს პასუხობს

“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” 16 იანვარს საზოგადოებას კვლევის ახალი შედეგები წარუდგინა. კვლევაში, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, არ იყო წარმოდგენილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის”

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა რომ, მაშინ, როდესაც კვლევა დაიგეგმა „ლელო“ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა იყო.  შესაბამისად, მათი თხოვნა იყო, რომ კვლევაში არ ყოფილიყვნენ ჩართული.

კვლევა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ 16 იანვარს გამოქვეყნდა. ამასთან, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, CRRC საქართველოს მეურვეთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია.

აიპრესი” დაინტერესდა, რა იყო მიზეზი, რის გამოც “ლელო” კვლევებში არ აღმოჩნდა. როგორც NDI-ში განაცხადეს, “ლელო” ამ პერიოდისთვის არ იყოს პარტიად რეგისტრირებული და დასძენენ:

“ნამდვილად ასე იყო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია “ლელოსთან”. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ რეგისტრირებული პარტია იყოს, იმისთვის რომ მოხვდეს ჩვენს სიაში.

ჩვენი საველე სამუშაო ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში. ამ სიების და კითხვარის შემუშავება 2 კვირით ადრე მოხდა.

შესაბამისად, მაშინ “ლელომ” არ იცოდა პარტიად როდის დარეგისტრირდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ წესი დავიცავით და გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ კვლევაზე ვითანამშრომლებდით და ჩავსვამდით სიაში.

ინფორმაციისთვის გეტყოდით, რომ ჩვენს სიაში, შესაძლოა პარტია არ ეწეროს, მაგრამ ადამიანს თუ უნდა დასახელება სიტყვაზე “ლელოსი”, დაასახელებს, ინტერვიუერი მოინიშნავს. ამ ტიპის შეზღუდვა არ გვავს. სიაში არის თუ არა, ადამიანს აქვს საშუალება დაასახელოს.”,-აცხადებენ NDI საქართველოს ოფისში.

ამასთან, “აიპრესის” კითხვაზე, რამდენად მართებულია, როდესაც კვლევებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ პარტიები, ან რამდენად მარტივად ხდება თხოვნის საფუძველზე კვლევებში მონაწილეობის არ მიღება NDI-ში გვპასუხობენ:

“კვლევების ისტორიაში არ გვქონია პრაქტიკა კვლევიდან ამოღებაზე. ამას არ ჰქონია ადგილი. ჩვენი მიზანია, ადამიანებს შევთავაზოთ რეალისტური სურათი. პარტიები თუ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ ადამიანებს. არ გვინდა ადამიანები შევზღუდოთ.

ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს არ შევუზღუდოთ არჩევანი. თუ პარტია არსებობს, არჩევნებში იღებს მონაწილეობას, შეხვედრებს მართავს, სხვადასხვა ტიპის მიმართულებით მუშაობს, სრულიად ლეგიტიმური უფლება გვაქვს სიაში გვყავდეს. ადამიანს, ყოველთვის აქვს არჩევანი არ დაასახელოს პარტია”-ამბობენ NDI საქართველოს ოფისში.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტიმა(NDI) და CRRC საქართველომ კვლევის შედეგები 16 იანვარს გამოაქვეყნა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად