ლევან რატიანი: ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება

ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება“-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული აღარ იქნება და ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდება.

“ბოლო ორი კვირაა, არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება.”-ამბობს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად