რატიანი: თენგიზ ცერცვაძისთვის ტელევიზიებიდან ჭკუის მსწავლებლებს ვურჩევ, “ტვინს მოუხმონ”!(ვიდეო)

ასე პასუხობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი იმ ადამიანებს, ვინც კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში, ინფექციური-პათოლოგიის-და-შიდსის-ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ შექმნილი პროტოკოლით მკურნალობას აკრიტიკებს.

“მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინზე, რომელზეც აჟიოტაჟია ატეხილი.

იცით რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა და ეს გახდა გლობალური პრობლემა. ამას უნდა გავუმკლავდეთ.

უამრავი ინფორმაცია იწერება ამასთან დაკავშირებით და მინდა ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს – ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავურჩეთ, არ რის ქილიკის დრო, იმიტომ რომ ორივე მხარეს, სამწუხაროდ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ – გვაზის უხილავი მტერი.

თუ ვინმეს შენიშვნის მოცემა უნდა, რჩევა- დარიგება და ამის დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, აი ბატონო სივრცე და შეუძლია ჩვენთან ერთად, იმ სივრცეში რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაოს.

ჩვენ გვეშინია ამ სივრცის რომელიც ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, ჩვენ შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

რაც შეეხებ გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას პროტოკოლის შემქმნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“ თუ რამე კეთილის სურვილი – ნება გააჩნია, მობრძანდნენ და ყველა გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ.

ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები გვლანძღავენ, გვაქილიკებენ ამ სასიკვდილოში შემსვლელ ექიმებს…

მიდა ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ ეს მინდა მივიდეს იმ ადამიანებთან ვინც ჩვენს ,მთავრობას აქილიკებს და ისეთი განწყობით ლაპარაკობს…

ჩვენმა მთავრობამ, სახელმწიფომ გააკეთა  ის. რაც ყველა წამყვან ქვეყნას შურს. ამის მაგალითი იცით რა არის?! ინფიცირების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი” – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძემ გუშინ ამ თემაზე გააკეთა კომენტარი  და აშშ-ში მოღვაწე ექიმს, ზურაბ გურულის განცხადებას ტყუილი და დეზინფორმაციაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად